Monday, November 29, 2010

თამარ მეფე


თამარის დროშა


Add Image

თამარ მეფე

თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) -საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი

გარდაცვალება და დაკრძალვა [რედაქტირება]

ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს.[56] თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს [57][58][59][60]. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს[61][62][63]. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს.

Friday, November 26, 2010

ძილი, სიზმარი და ფსიქოლიგია







მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
ძილის შესწავლას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, ფსიქოლოგები უსრულად თვლიან. ძილს, სიზმარს, რასაკვირველია, თავიანთი ფიზიოლოგია აქვთ, მაგრამ, როგორც სიცოცხლის პოლუსს, ორივეს თავის ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს. ისე როგორც სიფხიზლე ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობას წარმოადგენს, სწორედ ასევე ძილიც ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობაა. სიზმრის ფაქტი ამის აუცილებელ საბუთს იძლევა. ე.ი. არც ძილის შესწავლაა იქნებოდა სრული, თუ იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის გარეშე იწარმოებდა. ძილიც ფსიქოლოგიურ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. ამის უტყუარ საბუთს კი ძველი და ახალი არაფსიქოლოგიური თეორიების განხილვაც იძლევა.
http://forum.interes.ge/lofiversion/index.php?t66.html
http://forum.interes.ge/lofiversion/index.php?t66.html


ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით, ძილი ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, რა იწვევს ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტოქსიკური და ქიმიური თეორიები. ასევე, აღსანიშნავია ი.პავლოვის თეორიაც. ყველა ფიზიოლოგიური თეორიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ძილის დროს აგზნებადობის დაქვეითება, ათუ სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულს, ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ ცხადია, რომ იგი ამ განწყობის მიმართულებით ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციი დაძაბულობას ერთგვარად უნდა ანელებდეს. Aმას უეჭველად აქვს მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ფუნქციონალური ტენდენციას ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის გამო, ჩვენს სუბიექტურ განწყობათა შესატყვისად მოქმედების იმპულსის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბოლოს იგი ჩვენზე მოქმედი რეალური სინამდვილის ძალას დაჩრდილავდა და სუბიექტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისად კი არა, თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვისად დაიწყებდა აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. კავშირი სუბიექტსა და ობიექტურ რეალობას შორის გაწყდებოდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას. ე. ი. მივიღებდით იმას, რაც ფსიქიკური მდგომარეობისათვისაა დამახასიათებელი. აქ წარმოდგენილი თეორიის მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ იგი არ უარყოფს ყველაფერს რაც დღემდე სიზმრის კვლევაში გაკეთებულა, არამედ, ისეთ პრინციპებს იძლევა, რომელიც ყველა ჭეშმარიტად მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს. ჩვენ არა მარტო ის ვიცით, თუ როგორია სიზმარი, არამედ ისიც რომ მისი არსება ისეთია, რომ არც შეიძლება იგი სხვანაირად იყოს.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ


XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა... სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვისნდა შეფერხების პროცესების გაძლიერება ხდება. ფიზიოლოგებს ხელიდან უსხლტებათ სიზმრის მომენტი, რაც ფსიქოლოგთათვის ყველაზე უფრო დიდი არგუმენტია.