ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ნარკომანია დანაშაულად ითვლებოდა. ამჟამად გარკვეულია: ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანსაც (მათ ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენურ მომხმარებლებს უწოდებენ), ისევე როგორც ყველა სნეულს, მკურნალობა სჭირდება.
დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს - ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ნარკომანიას ახასიათებს: ფსიქიკური დამოკიდებულება; ფიზიკური დამოკიდებულება; ეიფორია; დეპრესია; ჰალუცინაცია.
ნარკომანია სენია თუ დამოკიდებულება?
დამოკიდებულება თავისთავად სენია, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება კი ადამიანის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც დაღუპვამდე მიყავს კაცობრიობა.
გამოყენებული ბმულები:
Saturday, June 5, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment