Friday, December 3, 2010

საქართველოს სახელმწიფო დროშა

საქართველოს სახელმწიფო დროშა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველო

Flag of Georgia.svg
ხუთჯვრიანი დროშა

მიღებულია

14 იანვარი, 2004

პროპორცია

FIAV 110110.svg 2:3

კომპიუტერული
დიზაინი

თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი

სიმბოლიკა

იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი


საქართველოს სახელმწიფო დროშა - საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰინთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

დროშის შესახებ [რედაქტირება]

თბილისი და „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება - ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით - ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი- სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფქსირდა ანჯელინო დულჩერის საზრვაო რუკაზე (1339წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565წ.)

დამოუკიდებელი საქართველო (1918-1921, 1990-2004) [რედაქტირება]

საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დორშა (მარჯვნივ). დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საბჭოთა კავშირმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ დროშამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ქაოტურ და სისხლიან პერიოდთან ასოცირდებოდა.

საბჭოთა საქართველო (1921-1990) [რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში (მარჯვნივ). ეს დროშა საქართველოს მთავრობამ გააუქმა 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.

საქართველოს დროშა, 1918-1921 (1:2) საქართველოს დროშა, 1921—1937 (1:2) საქართველოს დროშა, 1937—1951 (1:2) საქართველოს დროშა, 1951-1990 (1:2) საქართველოს დროშა, 1990-2004 (3:5)

No comments:

Post a Comment