საქართველოს სახელმწიფო გერბი
მცირე სახელმწიფო გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | |
გვირგვინი | ივერიული (ქართული) გვირგვინი |
ფარი | მეწამული, ზედ ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი |
ფარმჭერები | ორი ოქროს ლომი |
დაფუძნება | ვაზის სტილიზებული ორნამენტი, საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა |
დევიზი | „ძალა ერთობაშია“ |
საქართველოს სახელმწიფო გერბი შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 1 ოქტომბრიდან. ეს კანონი ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.
საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.
სახელმწიფო (დიდი) გერბი [რედაქტირება]
სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
მცირე სახელმწიფო გერბი [რედაქტირება]
მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.
საინტერესო ცნობები [რედაქტირება]
- საქართველოს სახელმწიფო გერბზე 2005 წელს, ბრიტანეთის ჰერალდიკოსების კოლეჯის რეკომენდაციებით გარკვეული დეტალები შეიცვალა. ასევე შეიცვალა გერბზე გამოსახული ფარის ფორმა, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული. ვაზის ფოთოლი კი, წითელმა ჯვრებმა ჩაანაცვლა.
- 1990 წელს მიღებული სახელმწიფო გერბი გამოცხადებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მას იცავს კანონი [1].
გერბი რესპუბლიკის სიმბოლო იყო საქართველოს გასაბჭოებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში. |
No comments:
Post a Comment